воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის  მეცხრე  დღე

დღეს  გავიარეთ  მერვე  მოდული.  ერთმანეთს  გავაცანით  პორთფოლიოს დასრულებული  ვერსიები,  გავაკეთეთ  უკუკავშირები,  ვისწავლეეთ  ბლოგზე  ატვირთვა და  შევაჯამეთ  ტრენინგი.   ინტელის   პროექტებით  სწავლების  ცხრადღიანი  ტრენინგი  დასრულდა.ინტელის  მოდულები  დამეხმარება  სწორად  და  მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები.ტრენინგზე წარმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი აქტივობებით,რომლებძიც გაწერილია  განსახორციელებელი თითოეული ეტაპი.ამისათვის აუცილებელია ტრენერის დახმარება და სწორი გეზის მიცემა.უნდა ავღნიშნო ჩვენი ტრენერის ,ქალბატონი დიანა მიქაძის ,დიდი დახმარება და ძალისხმევა,რომელმაც საშუალება მომცა, ყველა დავალება და შესაქმნელი რესურსი უფრო მარტივად  შემესრულებინა.
   პროექტებით სწავლა ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას.
   პროექტით სწავლა მოითხოვს სხვადასხვა პედაგოგებთან ერთობლივ საქმიანობას,აზრთა და გამოცდილებათა გაზიარებას.
  ტრენინგის დროს :
  .შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები.
 .განვსაზღვრე პროექტის თემა.
 .განვსაზღვრე მიზანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий